„როიტერი“ – დონალდ ტრამპი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ აპირებს
დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილებები არ მიუღია. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მედიას განუმარტა, ისინი სანქციების შესახებ განცხადებებს წინასწარ არ აკეთებენ. მანამდე „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ემზადება სანქციების ახალი პაკეტისთვის რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე, თუ მოსკოვი უარს იტყვის უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე.