როინ შავაძის საქმე – სააკაშვილის აღიარება 

21:36, 27.10.2026

ვნებათაღელვის მიზეზი ხდება რეზონანსული საქმე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის ერთ-ერთ არგუმენტადაა მითითებული.

2008 წლის ომიდან მალევე მოკლული სამხედრო სერჟანტის ოჯახი მიხეილ სააკაშვილს როინ შავაძის მკვლელობის დამკვეთად აცხადებს და მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ეს მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა შავაძე მოღალატედ და რუსეთის დაზვერვის სასარგებლოდ მომუშავე ჯაშუშად გამოაცხადა. მისი განცხადება მმართველი გუნდისთვის დანაშაულის ჩადენის აღიარებაა. შავაძე 2008 წელს ბათუმში დააკავეს და დაკავებიდან მალევე ქობულეთის გზაზე დახვრიტეს. მაშინ დაკავება ნარკოტიკების ფლობით ახსნეს, ცეცხლის გახსნის მიზეზად კი გაქცევის მცდელობა დაასახელეს, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩატარებულმა გამოძიებამ თავდაპირველი ვერსია თავდაყირა დააყენა და დაასკვნა, რომ უკანონო დაკავების და მკვლელობის შესანიღბად კუდ-ის მაშინდელმა თანამშრომლებმა ყალბი ვერსია შექმნეს. წამება, სიცოცხლის უფლების დარღვევა, ობიექტური გამოძიების არ ჩატარება – გახმაურებულ საქმეზე არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვერდიქტიც.

40 ტყვიით მოკლული სერჟანტის საქმე სალომე ქოქიაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი