როინ შავაძის მკვლელობის საქმე

სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებული პირების ადვოკატები, ნაფიც მსაჯულებზე სავარაუდო უკანონო ზემოქმედების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ. უფლებადამცველების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა 13 მარტის პროცესზე არსებული ვიდეოჩანაწერების ამოღება და ნაფიცი მსაჯულების დაკითხვაა. როგორც დაცვის მხარე განმარტავს, მათი შუამდგომლობა კამერების დაარქივებასთან დაკავშირებით მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გამოძიება კი ჯერ ისევ არ დაწყებულა. შეგახსენებთ, 13 მარტს გამართულ სასამართლო პროცესზე, ნაფიცმა მსაჯულებმა სერჟანტი როინ შავაძის მკვლელობის საქმეში ალი ბალაძისა და მამუკა ბერიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს.