როგორია ვეტერინარ ივერი ნიკოლეიშვილის სამუშაო დღე, რომელსაც პაციენტების დასახმარებლად მთელი ქალაქის გავლა უწევს
ერთი ზარი, მოპედი და გზა მორიგი პაციენტისკენ – ასე იწყება ვეტერინარ ივერი ნიკოლეიშვილის სამუშაო დღე. ის გამოძახებით მუშაობს და ცხოველების დასახმარებლად იქ მიდის, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. ამჯერად მისი ერთ-ერთი გამოძახება სოციალურ ქსელშიც მოხვდა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა.
როგორია ვეტერინარის სამუშაო დღე, რომელსაც პაციენტების დასახმარებლად მთელი ქალაქის გავლა უწევს – თათია ხაჩიძის სიუჟეტი.