როგორია გუდაურში დაშავებული ტურისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა

გუდაურში დაშავებული ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 7 პაციენტიდან, რომლებიც მკურნალობას ღუდუშაურის კლინიკაში გადიან, 2 უკვე გაწერეს. შედარებით მძიმე იყო უკრაინის მოქალაქის მდგომარეობა. მას ქირურგიული ჩარევა და ხერხემალზე ოპერაცია დასჭირდა.

ექიმების განმარტებით, ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს შვედი ტურისტიც, რომელიც ორსულად არის.

საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის გამო, გუდაურში გუშინ სულ 11 ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი შვედეთის, რუსეთის 6 და უკრაინის 4 მოქალაქეა. დაშავებულები ცოტა ხნის წინ ვიცეპრემიერმა მოინახულა.

გიორგი კობერიძე იმყოფება კლინიკასთან – როგორია დაშავებულების მდგომარეობა?