როგორია დედაქალაქში მომხდარი კიდევ ერთი მასშტაბური ხანძრის შედეგი და როგორ გამოიყურება განადგურებული 4 000 კვ.მ ტერიტორია, რამ გამოიწვია ბაზრობის მოვაჭრეთა პროტესტი და ვინ ანაზღაურებს ზარალს

თბილისში კიდევ ერთი ბაზრობა დაიწვა.

განადგურებული 4 000 კვადრატული მეტრის ტერიტორია, დამწვარი პროდუქცია და ასეულობით დაზარალებული – ასეთია ვარკეთილის შერეულ ბაზრობაზე გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგი. ზარალი იმ სადაზღვევო კომპანიამ უნდა აანაზღაუროს, სადაც მოვაჭრეთა ქონება სავალდებულო წესით იყო დაზღვეული. თუმცა პაკეტი მხოლოდ 15 000-ლარამდე ქონებაზე ვრცელდება, ცალკეულ შემთხვევებში კი ზარალის მასშტაბი შესაძლოა გაცილებით დიდი იყოს. რაც შეეხება ცეცხლის გაჩენის მიზეზს, ამ თემაზე დღეს არაერთი ვერსია გაჩნდა.

ხანძრით დაზარალებულთა იმ ნაწილის საქმეებს, ვისი ქონებაც სადაზღვევო ლიმიტით გათვალისწინებულ თანხას აღემატებოდა, ინდივიდუალურად განიხილავენ. მიღებულია გადაწყვეტილება მოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ფართების გამოყოფის თაობაზეც. ხვალ კი ხანძრით დაზარალებულების პრობლემებს თბილისის მერიაში დაგეგმილ შეხვედრაზე მოისმენენ.