აქციაზე დაშავებული მოქალაქეების დიდმა ნაწილმა სამედიცინო დაწესებულებები დატოვა. თბილისის სხვადასხვა კლინიკაში ამ დროისთვის მკურნალობას 28 პაციენტი განაგრძობს. მათ შორის არის რამდენიმე სამართალდამცველიც.
საავადმყოფოში განთავსებული მოქალაქეების ძირითადი ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გარკვეული ნაწილი ხვალ უკვე სახლში გაეწერება.
რაც შეეხება ორ პაციენტს, რომელთა მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა, ისინი რეგიონულ კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.