როგორია აქციაზე დაშავებულების მდგომარეობა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციის დაშლის დროს დაშავებული 46 წლის მამაკაცი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი კონტაქტურია, თუმცა ჯერ ისევ  რეანიმაციული მკურნალობა სჭირდება. რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, რამდენიმე მათგანი რეაბილიტაციის კურსს საზღვარგარეთ გადის. თურქეთში მკურნალობს ორი სამართალდამცველი. ერთ-ერთის განმეორებითი ოპერაცია დღეს არის დანიშნული. ამ დროისთვის კი კლინიკებში 20 ივნისის ღამეს დაშავებული სულ ხუთი პაციენტი რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.