როგორი იყო 2017 წელი პირველი არხისთვის

როგორი იყო 2017 წელი პირველი არხისთვის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის მიერ წელს დაწყებული რეფორმის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა, ახალი ნიუსრუმი, ახალი გადაცემები და ტელეპროექტები უკვე რეალობაა. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

უფრო მეტი სიახლე მაყურებელს მომავალ წელს ელოდება. 27 თებერვლიდან, პირველი არხი ახალ სეზონს, ახალი გადაცემებით იწყებს. საზოგადოებრივ-პოლიტიკური, შემეცნებითი და გასართობი პროგრამების გარდა, პირველ არხს არსებობის ისტორიაში პირველი მუსიკალური მეგაშოუ და საკუთარი წარმოების სერიალები ექნება. ეთერში მრავალი წლის შემდეგ ტელესპექტაკლიც დაბრუნდება.

დეტალები მარიკა შალიკაშვილის სიუჟეტში.