როგორი იქნება ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმა

როგორია ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმა – რას შესთავაზებს ბიზნესსა და სამსახურების გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. საკოორდინაციო საბჭოს ჩართულობით შემუშავდა სტრატეგია, რომლიც პანდემიის ფონზე შექმნილ კრიზისულ სიტუაციას განმუხტავს. პროექტს 14:00 საათზე წარადგენს გიორგი გახარია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები მიზნობრივ, სოციალურ და ასევე ბიზნესის დახმარების მიმართულებებს მოიცავს. დღესვე წარდგენილი იქნება შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების, ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმაც.

ამ ეტაპისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოხდა სამი თვის კომუნალური გადასახადების დაფარვა მოსახლეობისთვის; ცხრა მთავარ სასურსათო პროდუქტზე ფასების დაზღვევა, რომ ეს პროდუქტები არ გაძვირებულიყო; სამი თვით გადაუვადდათ სესხების მომსახურება მოქალაქეებსა და ბიზნესს. დღეს პრემიერი წარადგენს ანტიკრიზისულ გეგმას, რაც სამსახურების გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დახმარებასა და ბიზნესის ხელშეწყობას გულისხმობს.