როგორ ვიმგზავრებთ დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით და რა წესებით იმუშავებენ რესტორნები, სასტუმროები და სავალუტო ჯიხურები

ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვები პრაქტიკულად მოიხსნა.

ორთვენახევრიანი პაუზის შემდეგ მოქალაქეებს ქალაქებს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ისევ შეუძლიათ. თუმცა ცალკეულ რეისებზე მომსახურების ფასი გაძვირდა. მუშაობა სრული დატვირთვით განაახლეს რესტორნებმა, კლიენტებს იღებენ სასტუმროებიც, თუმცა სამუშაო ნებართვის მისაღებად კონკრეტული რეგულაციების დაცვაა საჭირო. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული შემოწმება სასტუმროების დიდმა ნაწილმა ვერ გაიარა.

დატოვე კომენტარი