როგორ უნდა გაგრძელდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი

როგორ უნდა გაგრძელდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, აუცილებელია, შემუშავდეს პროცედურები და კრიტერიუმები, რისთვისაც საუკეთესო ფორმატი, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფია.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უახლოეს მომავალში ჩაინიშნება. მისივე თქმით, ორგანული კანონი დაადგენს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს, კანონის ამ დებულებას ექნება უკუქცევითი ძალა და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარმოდგენილი მოსამართლეთა განახლებული სია.

 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განმარტავს, რომ იუსტიციის საბჭოს აქვს რესურსი, პარლამენტს კიდევ წარმოუდგინოს კანდიდატურები, ამის საჭიროებაც არსებობს და ბუნებრივია, ასე იქნება“, – განაცხადა მიქაუტაძემ.