როგორ სრულდება „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონი

როგორ სრულდება კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“.

მოამბემ“ დედაქალაქის მერიიდან სტატისტიკური მონაცემები გამოითხოვა. პირველი აპრილიდან დღემდე თბილისში უცხოენოვანი წარწერების გამო, 15 სუბიექტი დაჯარიმდა.

ქალაქის მთავრობაში აცხადებენ, რომ ობიექტების უმეტესობამ შენიშვნები გაითვალისწინა და ხარვეზებიც გამოასწორა. დაინტერესებულ პირებს შესაბამის კონსულტაციას სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უწევს.

თბილისის შემდეგ მონიტორინგი უკვე რეგიონებში იწყება.