როგორ შევქმნათ სახლის პირობებში, მარტივი და ხელმისაწვდომი მასალებით ბავშვის განმავითარებელი სათამაშოები მონტესორის მეთოდით – თაკო მოდებაძის გამოცდილება
თანამედროვე სამყაროში ბავშვების განვითარებისთვის სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ თამაშით სწავლასა და ასაკზე მორგებულ აქტივობებს. სწორედ ამ თემით დაინტერესდა ბლოგერი თაკო მოდებაძე პირველი შვილის გაჩენის შემდეგ. გაეცნო მონტესორის მეთოდს, შეისწავლა ბავშვთა განმავითარებელი თამაშები და მეტყველების განვითარებისთვის სპეციალური ბარათებიც შექმნა. თაკო საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებს და გვაჩვენებს, როგორ შეგვიძლია მარტივი, სახლის პირობებში ხელმისაწვდომი მასალებით ბავშვებისთვის განმავითარებელი სათამაშოების შექმნა.
ნინა ოთარაშვილის სიუჟეტი.