როგორ მუშაობს „მთის კანონი“

ე.წ. მთის კანონის ეფექტურობის დასადგენად სპეციალური კვლევის ჩატარება იგეგმება.

გამოკითხვით ხელისუფლებას იმის გარკვევაც სურს, შეჩერდა ან შენელდა თუ არა მაღალმთიანი რეგიონების დაცლის პროცესი. უკვე ცნობილია ორი წლის წინ ამოქმედებული კანონის ფინანსური მხარე. შარშან ბიუჯეტიდან სხვადასხვა შეღავათის დასაფინანსებლად 66 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ამას ემატება მთის განვითარების ფონდიდან მიმართული 26 მილიონი. ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება. მომავალი წლიდან მაღალმთიანი სოფლებისთვის გათვალისწინებული შეღავათებით ის 15 დასახლებაც ისარგებლებს, რომლებსაც შესაბამისი სტატუსი ცოტა ხნის წინ მიანიჭეს.

დატოვე კომენტარი