როგორ მიმდინარეობს საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვა და როგორია ოპოზიციის გეგმები

საარჩევნო სისტემის შესახებ კონსტიტუციური კანონპროექტის რიგით მეორე საყოველთაო სახალხო განხილვა დღეს აჭარაში გაიმართა. განხილვას „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არის საარჩევნო მოდელი 120/30-ზე მოქმედზე უკეთესი და რა პრინციპით გადანაწილდება მაჟორიტარული ოლქების საზღვრები.

საყოველთაო სახალხო განხილვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეები დაესწრნენ. განხილვის დროს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხეს.