როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი ზუგდიდში

18:01, 19.05.2019

თბილისში და საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, ხუთ მუნიციპალიტეტში კი მერების რიგგარეშე არჩევნები გრძელდება.

ზუგდიდში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი. გიორგი გახარიამ არჩევნების მიმდინარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ არჩევნები მშვიდად და დემოკრატიულად ჩაივლის.

პარალელურად, არჩევნებზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვები მიმდინარეობს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში.

მსგავსი