როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი ხონში

ამ წუთისთვის სიმშვიდეა ხონში. 55-ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, აქტივობა საკმაოდ მაღალია. მისივე ინფორმაციით, კომისიაში საჩივრები რაიმე სახის დარღვევებთან დაკავშირებით არ შესულა. ხონში მიმდინარე საარჩევნო პროცესს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები ადევნებენ თვალს. დილით კი ხონში რამდენიმე ინციდენტი მოხდა. სოფელ კონტუათთან “ევროპული საქართველოს” კანდიდატის საარჩევნო პლაკატები დააზიანეს.

გიგი უგულავა მომხდარში “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებს. მმართველ გუნდში კი ბრალდებებს უარყოფენ. მომხდარს სამართალდამცველები იძიებენ.