როგორ მიმდინარეობს არჩევნების მე-2 ტური გორში

ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს გორში გახსნილ 106 საარჩევნო უბანზე.

10 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 8000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ამ დროისთვის კომისიაში არც ერთი საჩივარი არ არის შესული. თუმცა, ხმაური იყო ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე.