როგორ მიმდინარეობს არჩევნები შიდა ქართლში

12:38, 28.10.2018

უკვე 4 საათია შიდა ქართლის უბნები გახსნილია.

მოსახლეობას ხმის მიცემის შესაძლებლობა მშვიდ გარემოში აქვს.

ოთხივე მუნიციპალიტეტის ოლქში არც ერთ დარღვევაზე ამ ეტაპზე საჩივარი არ შესულა.

დამკვირვებლის სტატუსით შიდა ქართლში საქართველოში აკრედიტებული ოთხი ელჩი იმყოფება.

მსგავსი