როგორ მიმდინარეობს არჩევნები სამგორში

მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნები სამგორშიც, – ასეთია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ მოწოდებული ბოლო ინფორმაცია.

სამგორში 145 021 მოქალაქეა რეგისტრირებული, ამომრჩევლის რაოდენობის მიხედვით დედაქალაქში ეს ყველაზე დიდი ოლქია.

საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას რამდენიმე საჩივარი უკვე დაიწერა, თუმცა საოლქო კომისიის ინფორმაციით, ყველა მათგანი პროცედურული ხასიათისაა.