როგორ მიმდინარეობს არჩევნები გურიაში

არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს პარტია „ევროპული საქართველო“ მმართველ გუნდს გურიაში.

ოპოზიციური პარტიის ამ ბრალდებას უკვე გამოეხმაურნენ „ქართულ ოცნებაში“ და ოპოზიციური პარტიის განცხადებას სიცრუე უწოდეს.

გურიაში არჩევნები ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ოზურგეთის საარჩევნო ოლქში სამი საჩივარია შესული.

საარჩევნო პროცესს ადგილზე თეა აბსარიძე აკვირდება.