როგორ ხვდებიან ქრისტეშობას მსოფლიოში

განსაკუთრებული ხალხმრავლობაა ბეთლემში.

მაცხოვრის შობის ტაძარში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მომლოცველები შეიკრიბნენ და სადღესასწაულო ლიტურგიაზე დასასწრებად ემზადებიან.

ქვეყნებში, სადაც ქრისტეშობას 25 დეკემბერს ზეიმობენ, განსაკუთრებული სამზადისია.

დღესასწაულის აღნიშვნას თავისი ტრადიციებიც აქვს. მათ შორისაა საოჯახო სადილი და საშობაო საჩუქრების დარიგება. საზეიმო განწყობაა ქუჩებშიც.

სალომე თორაძე გვეტყვის, როგორ ხვდებიან 25 დეკემბერს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.