როგორ ხვდებიან ახალ წელს ქართველი რეინჯერები

ადამიანები საპასუხისმგებლო მისიით და ყოველდღიური მძიმე რუტინით.

პროფესიული საქმიანობის შესრულებას არც ახალ წელს შეწყვეტენ ქართველი რეინჯერები, რომლებიც გარემოს დაცვაზე ზრუნავენ. ქვეყნის დაცულ ტერიტორიებს 400-მდე რეინჯერი იცავს. მათი მუშაობა ხშირად რისკთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, სადაც კლიმატის და რთული გეოგრაფიული არეალის გამო გადაადგილება საფრთხის შემცველია. დაცული ადგილების კონტროლი, ბრაკონიერობის ფაქტების პრევენცია და აღკვეთა, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, ხანძრებთან ბრძოლა და ტურისტების დახმარება ჩვენი მომდევნო რეპორტაჟის გმირების ყოველდღიური რუტინაა. სამუშაო გრაფიკი არც სადღესასწაულო დღეებში ირღვევა. ყოველდღიურ პატრულირებას თან არაერთი საინტერესო ისტორია ერთვის.