როგორ განისაზღვრება ბუნებრივი გაზის ტარიფი

18:02, 28.10.2026

როგორ განისაზღვრება ბუნებრივი გაზის ტარიფი ახალი მოდელით ეს დეკემბერში გაირკვევა. რა იცვლება ტარიფის დადგენის წესში – ამ საკითხზე განმარტებას სემეკ-ში აკეთებენ. კომისიის წევრის გიორგი ფანგანის განცხადებით, დამტკიცებული კანონის საფუძველზე დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება და ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ტარიფები ახალი მეთოდოლოგიით დადგინდება. მისივე თქმით, განიხილება რამდენიმე მოდელი, თუმცა საბოლოოდ არჩეული იქნება ისეთი მოდელი, რომელიც გამართლებული იქნება როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ენერგეტიკული და წყალმომარაგების სისტემებისთვის. შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონში ცვლილებები, რომლითაც სემეკს უფლება ექნება, ბუნებრივ აირზე და წყალზე, ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით დაადგინოს.

მსგავსი