როგორ გამოიყურება ქვეყნის განახლებული ბიუჯეტი - რომელ უწყებებს უმცირდებათ დაფინანსება და რამდენი მილიარდი დაიხარჯება ეკონომიკისა და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად

„კოვიდ-19“-ის გამო  2020 წლის ბიუჯეტის მთლიანად გადაწყობა გახდა საჭირო.

ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი უკვე პარლამენტშია. სავარაუდოდ, მისი განხილვა ხმაურით ჩაივლის, რადგან ოპოზიციას არაერთი შენიშვნა აქვს. ძირითადი კითხვები ხარჯების შემცირებას და პანდემიის გამო დაზარალებული მოქალაქეების დახმარების სქემას უკავშირდება. თავდაპირველი ბიუჯეტისგან გასხვავებით, დღეს წარმოდგენილ პროექტში ხარჯები 600 მილიონით არის შემცირებული. დაფინანსება მოაკლდა თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებას. მთავარი ფინანსური დოკუმენტის ახალი ვარიანტი ძირითადად კორონავირუსის შედეგად მიღებული ზარალის ანაზღაურებაზეა ორიენტირებული და ეკონომიკის 4%-მდე შემცირებაზეა გათვლილი. დეფიციტის დაფინანსება კი შიდა და საგარეო ვალებით იგეგმება, რომელიც მკვეთრად იზრდება.