როგორ გაინაწილეს კვოტები გაერთანებული ოპოზიციის ძირითადმა აქტორებმა, ვის რამდენი ერგო თბილისის მაჟორიტარულ მარათონში და რა გზით გეგმავს მამუკა ხაზარაძის გუნდი პოლიტიკური ლელოს დადებას

ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიცია თბილისის ექვს ოლქზე შეთანხმდა.

ოპოზიციური ძალები მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატებს დედაქალაქის ექვს მაჟორიტარულ ოლქში ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ვაშაძეს, ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილს და შალვა შავგულიძეს დაუპირისპირებს. ღიად რჩება ორი ოლქი – საბურთალო და დიდუბე-ჩუღურეთი, რომლებზეც მოლაპარაკებები ისევ გაგრძელდება. ხელისუფლების ოპონენტები მოსახლეობის მთავარ დაკვეთად მათ ერთიანობას მიიჩნევენ. თუმცა, თბილისისგან გასხვავებით, მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებული საერთო გეგმა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რეგიონულ ოლქებში.