როგორ გადაწყვიტა თბილისელმა ცოლ-ქმარმა სახედრების ფერმა შეექმნა - არატრადიციული ბიზნესი და შერეული მეურნეობა
▶ შვილისთვის ნაყიდი სახედარი, რომელმაც ქალაქელ ცოლ-ქმარს ვირების დიდი ფერმის შექმნა გადააწყვეტინა. ცნობისმოყვარე ცხოველი, რომელიც მხოლოდ მოფერებასა და თამაშს ითხოვს, დელიკატურად იკვებება, სუფთა გარემოში ბინადრობს და წიხლს უმიზეზოდ არავის ურტყამს. ვირის რძის საიდუმლო, არატრადიციული ბიზნესი და ქალი ფერმერი, რომელიც სოფლად ურბანულ მარათონს გაურბის. ბევრს ჰგონია, რომ სახედარს მხოლოდ ტვირთმზიდი დანიშნულება აქვს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებმაც მას ეს ტვირთი მოხსნეს და სულ სხვა დანიშნულებები შესძინეს.

▶ რუბრიკაში „არტი-შოკი“ გაიცანით მაია დევნოზაშვილი, გეოგრაფიის მასწავლებელი ბოლნისის რაიონიდან, რომელიც სახედრის რძისგან უნიკალურ, სამკურნალო საპნებს ამზადებს.

ფერმა