როგორ გადანაწილდება თანამდებობები ხაბეიშვილ-ვაშაძის გაერთიანებაში

ხაბეიშვილი-ვაშაძის „გამარჯვების პლატფორმა“ წინასაარჩევნოდ ამომრჩეველს საარჩევნო დაპირებების გარდა, ჩრდილოვან მინისტრთა კაბინეტსაც წარუდგენს. როგორც გაერთიანების წევრები აცხადებენ, მთავრობის მომავალ შემადგენლობაში კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება, ამომრჩეველს არჩევანის გაკეთებას გაუადვილებს და მსგავსი პრაქტიკა ბევრ დასავლურ ქვეყანაში არსებობს.

ვაშაძე-ხაბეიშვილის ერთობის ინიციატივას, რომელიც ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენას ითვალისწინებს, პოლიტიკური სპექტრი არაერთგვაროვნად აფასებს.