როგორ ესმის პოზიციასა და ოპოზიციას რეკომენდაციებზე მუშაობა

საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება მოწოდებად დარჩა – ევროკავშირის კანდიდატობისთვის საჭირო 12 პუნქტის შესრულებაზე ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი ცალ-ცალკე მუშაობს. სამი ოპოზიციური პარტია, რომელმაც დანარჩენი საპარლამენტო ოპოზიციისგან გასხვავებით, „ქართული ოცნების“ მიერ ფორმირებულ სამუშაო ჯგუფებს თავიდანვე ბოიკოტი გამოუცხადა, საკუთარი კანონპროექტების წარდგენას სექტემბრიდან აანონსებს. აქცენტი მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმებზე და ანტიკორუფციული ორგანოს შექმნაზე კეთდება.

თავის მხრივ, 12-ვე რეკომენდაციის გარშემო საკანონმდებლო ცვლილებების მიღების პირობას დებს ხელისუფლება, რომელთანაც დანარჩენი საპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორიც თანამშრომლობს. ახლა მთავარი კითხვაა, როგორ გაგრძელდება პარალელურ ჯგუფებში მუშაობა საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგ და განიხილავს თუ არა მმართველი პარტია პროცესს გამიჯნული ოპოზიციის ალტერნატიულ კანონპროექტებს.