როგორ ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები

როგორ ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. კონსტიტუციური პროექტის ჩავარდნის შემდეგ, პოლიტიკურ სპექტრში პოზიციების შეჯერება კვლავ ვერ ხერხდება. ოპოზიცია უმრავლესობის წევრის, აკაკი ზოიძის ინიციატივას არ იზიარებს და საკუთარ პროექტსა და მოთხოვნებზე მიუთითებს. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ თანაგუნდელის მოთხოვნაზე უმრავლესობის უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.

საუბარია რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებაზე, რა დროსაც ხალხი უპასუხებს კითხვას, სურს თუ არა 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს. კონსტიტუციონალისტები აცხადებენ, რომ ინიციატივის განხორციელება ოკუპირებული ტერიტორიების გამო შეუძლებელია. რაც შეეხება პლებისციტს, გადაწყვეტილებას საბოლოდ პარლამენტი მიიღებს. რაც შეეხება კიდევ ერთ ინიციატივას, ოპოზიციის ნაწილი ე.წ. გერმანულ მოდელს ემხრობა, რომლესაც არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა.