როგორ აფასებს ევროკავშირი საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს

საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს ევროკავშირი დადებითად აფასებს.

ევროპის სახელმწიფოების გაერთიანებაში თვლიან, რომ მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა რეგიონში საქართველოს, როგორც ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორის პოზიციები კიდევ უფრო განამტკიცა.

საკითხზე ვრცლად ისაუბრეს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეოთხე შეხვედრაზე. ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა ევროკომისარ ფედერიკა მოგერინისა და პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

პოზიტიურად ფასდება ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის 2017 წლის ანგარიშიც. ასევე, ხაზი გაესვა დადებით შედეგს, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში არის მიღწეული.

ბრიუსელში ქართული დელეგაციის ვიზიტს გურამ როგავა აშუქებს.