როგორ აფასებს დღეს უკვე გაერთიანებული ოპოზიცია 9 წლის წინანდელ 26 მაისის ტრაგიკულ დღეს

ცხრა წელი 26 მაისს დარბეული აქციიდან.

2011 წელს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმამდე საათებით ადრე, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. დაშავდა ათეულობით დემონსტრანტი, დააკავეს აქციის ორგანიზატორთა და მომიტინგეთა დიდი ნაწილი. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, აქციის მონაწილეებს დარბევამდე ტერიტორიის დატოვების საშუალება არ მისცეს და ყველა გასასვლელი წინასწარ ჩაკეტეს. წლების შემდეგ ბრალი წაუყენეს მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

დარბევას, რომელსაც მწვავე საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა, მაშინ ხელისუფლებაში და დღეს უკვე ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსები არაერთგვაროვნად აფასებენ. ყველაზე რეზონანსული სალომე სამადაშვილის განცხადება აღმოჩნდა.