როგორ აფასებენ ქართველი პარლამენტარები კიევში მიმდინარე პროცესებს

კრემლის და სააკაშვილის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ასეთია კიევში მიმდინარე მოვლენების შეფასება საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინაში დესტაბილიზაციას ცდილობს. საპირისპიროა საპარლამენტო უმცირესობის მოსაზრება. ოპოზიციის ნაწილი მსგავს ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. ევროპული საქართველოს წევრები კიევში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას პოროშენკოს მთავრობას აკისრებენ.