დელსი როდრიგესი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ოფიციალურად გახდა. კარაკასში, ქვეყნის ეროვნული ასამბლეის სხდომაზე როდრიგესის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. როდრიგესმა აშშ-ს ვენესუელასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა, თუმცა განაცხადა, რომ ქვეყანა ინარჩუნებს „მშვიდობის, განვითარების, სუვერენიტეტისა და მომავლის“ უფლებას. მანამდე, დელსი როდრიგესის ძმა, ხორხე როდრიგესი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი გახდა.