როდის წარუდგენენ ბრალს ოფიციალურად ირაკლი ქორიძეს

ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ირაკლი ქორიძისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ ისევ არ წარუდგენიათ. ქორიძეს თავს დამნაშავედ არ ცნობს. რაც შეეხება საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს, გიორგი გიორგანაშვილს, მას ახალ ბრალდებას ორშაბათს წარუდგენენ, თუმცა, კონკრეტულად რის საფუძველზე და რა მტკიცებულებებით ედავება ბახალას გამოძიება ორგანიზებულ ნარკოდანაშაულს, – ამის შესახებ ადვოკატს ამ დრომდე არ მიუღია ინფორმაცია.

რა კავშირი აქვთ ერთმანეთთან, გიორგანაშვილს, ქორიძეს და ჯაბა ხულორდავას, რომელმაც ქორიძის წინააღმდეგ მისცა ჩვენება, საქმის დეტალებში გარკვევას გიორგი კობერიძე ცდილობს, ის წინასწარი დაკავების იზოლატორთან იმყოფება – ხომ არ წარუდგენიათ ქორიძისთვის ბრალი ოფიციალურად?