ბარიერგადალახული ოპოზიცია პარლამნეტში შესვლას არ აპირებს, თუმცა როდის გეგმავენ დეპუტატები მანდატების დატოვებას ამ კითხვაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ზუსტი პასუხი არ აქვთ.
ოპოზიციის წევრი 61 დეპუტატიდან ამ დრომდე მხოლოდ გიორგი ვაშაძეს აქვს დაწერილი მანდატის დატოვების მოთხოვნაზე ოფიციალური განცხადება. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მან პარლამენტის კანცელარიას ინდივიდუალურად, თანაგუნდელებთან კონსულტაციის გარეშე ელექტრონული ფოსტით მიმართა. საპარლამენტო მანდატების ჩახსნამდე კი მის კოლეგებს უფრო მნიშვნელოვნად და სამართლებრივად მართებულად საპარლამენტო სიების ჩახსნა მიაჩნიათ. ამ მიზნით სამმა ბარიერგადალახულმა სუბიექტმა ცესკო-ს უკვე მიმართა. სიების ჩახსნაზე განცხადება არ აქვთ დაწერილი პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“.