ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „საძელეს“ საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შესახებ ექსპერტების დასკვნა, უახლოეს ხანში გახდება ცნობილი. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კომპანიის ექსპერტებმა შეისწავლეს როგორც დოკუმენტაცია, ასევე უშუალოდ „საძელეს“ საბაგიროზე ჩაატარეს დეტალური კვლევა შემთხვევის მიზეზების დასადგენად.