როდის გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი დღეს გახდება ცნობილი.

13 საათზე ცესკო-ში სხდომაა ჩანიშნული. სწორედ დღევანდელ სხდომაზე შეაჯამებს ცესკო პირველი ტურის შედეგებს და კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ხელს მოაწერს შემაჯამებელ ოქმს, რომელიც დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება.

ოქმის გამოქვეყნებიდან ორი კვირის შემდეგ არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.