რობოტიკის ოლიმპიადა

18:22, 16.05.2026

ევროპის სკოლაში საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადის „ფესთ გლობალის“ საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი ეტაპი დასრულდა, რომლის შედეგადაც 12 მოსწავლე შეირჩა. ისინი სპეციალურ გადამზადებას გაივლიან, რის შემდეგაც ხუთი საუკეთესო 2026 წელს საქართველოს სახელით სამხრეთ კორეაში, მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

შესარჩევ ტურში მონაწილე გუნდებმა ჟიურის საკუთარი პროექტები და ტექნიკური უნარები წარუდგინეს. შეფასებისას ყურადღება გამახვილდა ინოვაციურ მიდგომებზე, პრობლემის გადაჭრის უნარსა და გუნდურ მუშაობაზე. ოლიმპიადის მიზანი ახალგაზრდებში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით ინტერესის გაძლიერებაა.

გამარჯვებულების გარდა, სერტიფიკატები გადაეცათ შეჯიბრის სხვა მონაწილეებსაც.

მსგავსი