რობოტიკის ოლიმპიადა
ევროპის სკოლაში საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადის ფესთ გლობალის საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი შესარჩევი ეტაპი დასრულდა, 12 წარმატებული მოსწავლე სპეციალურ გადამზადებას გაივლის, რის შემდეგაც ხუთი საუკეთესო 2026 წელს საქართველოს სახელით სამხრეთ კორეაში, მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.
შეფასებისას ყურადღება გამახვილდა ინოვაციურ მიდგომებზე, პრობლემის გადაჭრის უნარსა და გუნდურ მუშაობაზე. ოლიმპიადის მიზანი ახალგაზრდებში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით ინტერესის გაძლიერებაა.