რობოტიკის ბანაკის შეხვედრა მასწავლებლებთან

12:25, 08.07.2026

მასწავლებელთა რობოტიკის ბანაკის მონაწილეებთან ყვარელში შეხვედრა გაიმართა. განათლების მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, STEAM განათლების განვითარების მხარდაჭერას. ბანაკში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 407 საჯარო სკოლიდან 500-ზე მეტი მასწავლებელი დარეგისტრირდა. შერჩევის შედეგად გამოვლენილი პედაგოგები საკუთარ სკოლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის რობოტიკის კლუბებს დააფუძნებენ.

მასწავლებელთა ბანაკი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომლის მიზანია სკოლებში STEAM და რობოტიკის განათლების განვითარების ხელშეწყობა და მასწავლებელთა პროფესიული კომპეტენციების გაძლიერება.

მსგავსი