„რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი” დაიხურა

ქუთაისში საზეიმოდ დაიხურა „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი”, სადაც ზაფხულის განმავლობაში საქართველოს სკოლების 1500 მოსწავლე დასვენებასთან ერთად, ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნო.

პროექტი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა თავდაცვის სამინისტროსთან ერთად განახორციელა.

პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეებში მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის, მათემატიკის, რობოტექნიკის, თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაცია, შემოქმედებითი აზროვნების განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.