რობინ დანიგანის პოლიტიკური გზავნილები 

21:29, 07.07.2025

რა პერსპექტივა აქვს საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას – ამერიკის ჯერ ისევ მოქმედი ელჩის განცხადებებმა კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.

შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი და არასერიოზული – ასე ფასდება იმ წერილის შინაარსი, რომელიც, რობინ დანიგანის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ ამერიკის პრეზიდენტისთვის გადასაცემად მიაწოდა. დანიგანი, რომელიც დიპლომატიურ მისიას ვადაზე ადრე წყვეტს და დაკავებულ პოზიციას ტოვებს, ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ნორმალიზების ერთ-ერთ პირობად ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტას ასახელებს. გულისხმობს თუ არა დანიგანი იმ წერილს, რომელიც პრემიერმა ცოტა ხნის წინ ტრამპის ადმინისტრაციის სახელზე საჯაროდ გაავრცელა და იქვე მიუთითა, რომ მსგავსი შინაარსის წერილი ოფიციალურ ვაშინგტონს დახურული წყაროებითაც მიაწოდეს – დამატებითი დეტალები აღარ დაზუსტებულა. მმართველი გუნდისთვის გადამდგარი ელჩის გზავნილები საინტერესო არ არის. თუმცა „ქართული ოცნების“ წევრები არ უარყოფენ, რომ მსგავსი გზავნილები დამაზიანებელია ორი ქვეყნის ურთიერთობის გადატვირთვის პროცესისთვის, რომელსაც ხელისუფლება უკვე დაწყებულად აცხადებს.

მსგავსი