რობინ დანიგანი თანამდებობას ტოვებს – შეფასებები

18:01, 05.06.2025

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს – რობინ დანიგანი საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობას ტოვებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ დანიგანი 33-წლიანი დიპლომატიური სამსახურის შემდეგ, პირადი გადაწყვეტილებით, პენსიაზე გადის.

„მე და ჩემი ოჯახი ბედნიერები ვართ, რომ გამოვცადეთ ქართველი ხალხის გასაოცარი სიკეთე და სითბო. არ აქვს მნიშვნელობა ამ საოცრად ლამაზი ქვეყნის რომელ მხარეში ვმოგზაურობდით, ყველგან გვხვდებოდნენ შეუდარებელი ქართული სტუმართმოყვარეობით. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თითოეული ქართველის გულით, სულითა და ენთუზიაზმით. დღეს, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ძირეული ღირებულებები, რაც ამერიკელებსა და ქართველებს აერთიანებს, უზრუნველყოფს ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორობისა და მეგობრობის გაგრძელებას. მე განვაგრძობ დაუღალავ შრომას ჩვენ შორის კავშირების გასამყარებლად, სანამ ივლისში საქართველოს დავტოვებ“,- აღნიშნულია დანიგანის განცხადებაში. რობინ დანიგანი საქართველოში ამერიკის ელჩი 2023 წლის 27 ივლისიდან იყო. აშშ-ის ელჩის გადადგომა შეფასებების თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

მსგავსი