ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აშშ-ის მიერ ყოფილი ევროკომისრისთვის, ტიერი ბრეტონისთვის და კიდევ ოთხი ევროპელისთვის დაწესებულ სანქციებს გმობს. რობერტა მეცოლას თქმით, ტიერი ბრეტონისა და სხვების მიმართ მოგზაურობის აკრძალვის დაწესება იმის გამო, რომ ისინი ევროკომისრის მოვალეობას ასრულებდნენ მიუღებელია. მეცოლა ამ შეზღუდვის სწრაფად გაუქმებას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ხუთ პირს აშშ-ში შესვლა აუკრძალა, რომლებიც ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე მასალების ცენზურას ახდენდნენ.