რობერტ სტურუას ახალი სპექტაკლი - მზადება პრემიერისთვის

7 -თვიანი მუშაობა დასრულებულია. ზუსტად სამ დღეში რობერტ სტურუა მაყურებელს ახალ სპექტაკლს წარუდგენს. მეგობრობა, ერთგულება და შური. ადამიანური ურთიერთობები, რომელიც ერლომ ახვლედიანმა თავის ნაწარმოებებში გააცოცხლა, რეჟისორმა სპექტაკლად აქცია.

საპრემიერო ჩვენების შემდეგ რობერტ სტურუა მალე 80 წლის იუბილესაც აღნიშნავს.