რობერტ სტურუა - 80

საკუთარ შემოქმედებას რამდენიმე ეტაპად ყოფს.

თითქმის 60-წლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობის შემდეგ, ვრცლად საუბრობს ყველა იმ სპექტაკლზე, რომლებმაც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი აღიარება მოუტანა. თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორი და ათეულობით საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი იუბილარია. რობერტ სტურუას 80 წელი შეუსრულდა. იხსენებს ბავშვობას, თეატრალურ ინსტიტუტში გატარებულ წლებს, საეტაპო სპექტაკლებს და მუშაობას შექსპირის ცნობილ ნაწარმოებებზე, რომლებიც მისი შემოქმედების განუყოფელი ნაწილია. რეპორტაჟში პირველი არხის ოქროს ფონდში დაცული სპექტაკლების ჩანაწერებია გამოყენებული. იუბილის აღსანიშნავად საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ სპექტაკლების სრულ ჩანაწერებს მაყურებელს ერთი თვის განმავლობაში სთავაზობს.