რობაქიძის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე, ვიდეოექსპერტის დაკითხვა გაგრძელდა.

პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ექსპერტი ასმათ მარუშევსკაია, რომელიც წინა პროცესზე ბრალდების მხარემ  დაკითხა, დღეს დაცვის შეკითხვებს პასუხობდა. მოწმემ, რომელმაც საქმის მთავარ მტკიცებულებას, 10 წუთიან ვიდეოჩანაწერს ექსპერტიზა ჩაუტარა, თქვა, რომ ვიდეო მონტაჟია და მასში არის უხეში წყვეტები, ცვლილებები, სპეცეფექტები, 47 ერთი და იგივე კადრი, ასევე ისმის ხმები, ფრაზები, რომლებიც ალოგიკურად წყდება. დაცვის მხარემ მას არაერთი კითხვა დაუსვა, მათ შორის, ის თუ რატომ არ არის დოკუმენტში მის მიერ მითითებულ წყვეტებზე დართული შესაბამისი ფოტოები. ექსპერტმა განმარტა, რომ მეთოდოლოგია არ იძლევა შესაძლებლობას ყველა წყვეტაზე დართული იყოს შესაბამისი ფოტო.

შინაგან საქმეთა ყოფილ თანამშრომლებს ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებად ბრალად.