რობაქიძის საქმე

სოსო რობაქიძე გურამ დონაძეს სიცრუეში ადანაშაულებს.

დაღუპული ბუტა რობაქიძის მამა აცხადებს, რომ 2004 წელს დიდუბის ეკლესიასთან ჩატარებული ოპერაციის ამსახველი მასალა დამონტაჟებულია და მისი შვილის მკვლელობის მტკიცებულებების გაყალბებას ემსახურება. სოსო რობაქიძეს საკუთარი პოზიციის არგუმენტად შეერთებული შტატაბის გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა მოაქვს, სადაც მისი თქმით წერია, რომ მასალა დამონტაჟებულია.

დღეს ჩატარებულ ბრიფინგზე საპირისპირო პოზიციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა გურამ დონაძემ, რომელსაც უფლებომისელების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. მისი განცხადებით, მასალის ნაწილი, – რომელშიც ცოცხალი ბუტა რობაქიძე ჩანს და ისმის გასროლის ხმა, – უწყვეტია.